სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერი ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ქუთაისშიც გამოჩნდა
პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერი ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ქუთაისშიც გამოჩნდა.
ფოტო, ქუთაისში რუსთაველის პროსპექტზეა გადაღებული.
არჩევნების პირველ ტურის დროს ზურაბიშვილის სლოგანი "ერთად საქართველოსთვის" მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ახალი სლოგანმა შეცვალა. პრინციპული არჩევანი - ღირსება თავისუფლება განვითარება - დიდი შრიფტითაა მიწერილი ბანერზე. პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და საარჩევნო ნომერი ბანერზე ქვემოთ, შედარებით წვრილი ასოებით არის მიწერილი.
სალომე ზურაბიშვილის ბანერი ჩამოხსნეს "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის შენობიდან. სავარაუდოდ, იქაც ახალი ბანერი განთავსდება.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















