სალომე ზურაბიშვილმა სამი ქალბატონი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი გამოსცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიის ინფორმაციით, შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე - მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.
სამივე მსჯავრდებული ქალბატონი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპზე გეგმავს შესაბამისი პროცედურების გავლით კომისია ახალი წევრებით დაკომპლექტდეს.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















