|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიძენს თუ არა ქუთაისის მერია ძვირადღირებულ ავტომობილებს?

2016 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. დღეს მორიგი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართა. მერიის სამსახურების უფროსებმა ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს.

მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის ირაკლი ავალიანის განცხადებით, 2016 წლის 300 000 ლარი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხარჯზე გამოთავისუფლდა. კერძოდ, აღნიშნული სამსახური შსს–ს დაქვემდებარებაში გადავიდა  და ხარჯებს მერია აღარ გაიღებს. გამოთავისუფლებული თანხა სოციალურ სფეროზე გადანაწილდა.

ავალიანმა წინა წლებში არსებულ პრაქტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წინა მთავრობის პირობებში იყო ისეთი მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ქალაქების ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები სამართალდამცავი უწყებებისთვის გამოიყენებოდა.

"ბოლო წლებში ჩვენ შევცვალეთ მანკიერი პრაქტიკა და ჩვენი სახსრებით აღარ ვახდენთ სამართალდამცავი უწყებებისთვის თანხის გამოყოფას. ასევე, 2016 წელს სხვა სტრუქტურებისთვის მერია "პრადოებს" აღარ შეიძენს და არც ლიფტებს დაამონტაჟებს. ეს თანხები სრულად მოხმარდება ქალაქის კეთილდღეობას",–განაცხადა ავალიანმა.

დღევანდელ შეხვედრას მხოლოდ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრო. მათი განცხადებით, კარგია, ბიუჯეტის განხილვა სხვადასხვა ორგანიზაციებთან რომ მიმდინარეობს და ამავდროულად, შეძლებისდაგვარად შენიშვნების გათვალისწინებაც ხდება. ძირითადად კითხვები ინფრასტრუქტურას და ჯანდაცვას ეხებოდა. სოციალური სამსახურის უფროსის, გია ჩიჯავაძის განცხადებით, სოციალური სამსახურის ბიუჯეტი იმდაგვარად გაიწერა, რომ ყველა სფეროს გათვალიწინება მოხდა.

2016 წლის ბიუჯეტი უკვე მეორედ გადაეგზავნა საკრებულოს განსახილველად. საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტი 25 დეკემბრემადე უნდა დაამტკიცოს. ბიუჯეტის პროექტში 7  ძირითადი პრიორიტეტია, მათ შორის არის ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური სფერო,  კულტურა და სპორტი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა