|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამეზობლოში ერთი მეგობარი გვყავს, რომელთანაც არ გვიომია" - უკრაინაში ელჩს დააბრუნებენ

სამეზობლოში ერთი მეგობარი გვყავს,  რომელთანაც არ გვიომია და იმ ქვეყნიდან გამოიწვიეს ელჩი - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ „მთავარ არხთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა სრულიად არაგონივრული და შესაფასებლად კი რთული საქციელია.

"საქართველოს, ახლა კი არა საერთოდ ისტორიულადაც რომ გადავხედოთ, რუკას ჩვენ გვერდზე ვინ არიან, ერთი მეგობარი გვყავს მთელ მსოფლიოში, რომელთანაც არასდროს არც გვიომია, არც ტერიტორია წაგვირთმევია, არც იმას წაურთმევია, ჩვენ სამეზობლოში გვყავს ერთი მეგობარი და იმ ერთისგან გამოიწვიეს ელჩი, მეტი რა უნდა ვთქვათ ამ მთავრობაზე, შეუძლებელია ამის შეფასება",-განაცხადა კახა  კუკავამ.

შეგახსენებთ,  უკრაინიდან საქართველოს ელჩი ერთ წელზე მეტია კონსულტაციების მიზეზით იყო გამოწვეული. სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გაკეთებული განცხადების შემდეგ კი მთავრობამ  ელჩის უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა არაერთხელ დაარღვია უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც უკრაინელი სამხედროების მსხვერპლი მოყვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა