|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტარები ტურისტებივით ჩამოირბენენ ქუთაისში და გაქცევაზე არიან"

ქუთაისში პარლამენტის დარჩენის მოთხოვნით მანიფესტზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. პეტიციის ინიციატორი პარტია "თავისუფალი საქართველოა". პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია, მოითხოვს არა მხოლოდ დარჩეს პარლამენტი ქუთაისში, არამედ მან სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა.

"უხერხულია, გქონდეს პარლამენტი და საპარლამენტო დელეგაციებს სასტუმროებში მასპინძლობდე. ჩვენ მოვითხოვთ, დარჩეს ქუთაისში პარლმენტი და იმუშაოს არა ამ ფორმით როგორიცაა, სამი დღით რომ ჩამოირბენენ ტურისტებივით და გაქცევაზე არიან, არამედ სრული დატვირთვით. ამ მანიფესტის შესახებ ვისაუბრებთ ხვალ პრეზიდენტთან შეხვედრაზე და მოვუწოდებთ ყველას მხარი დაუჭირონ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენას, რადგან თბილისი ისედაც გადატვირთულია", -განაცხადა გოგი წულაიამ.

მანიფესტზე ხელმოწერები  ჯერ ელექტრონულად არის შესაძლებელი, შემდეგ ხელმოწერების შეგროვება ქუჩაში მოხდება.

"გადავინაცვლებთ ქუჩაში, რაიონებში, რადგან ქუთაისის გადარჩენა ნიშნავს ყველა რეგიონის გადარჩენას. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა შეგროვდეს, ამ ხელმოწერებს გადავცემთ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საკონსტიტუციო კომისიას", - განაცხადა წულაიამ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა