|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამინისტრომ მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი დაიწუნა

მესხიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილია,  - აღნიშნულის შეახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის გარდა ქუთაისის გარდა კონკურსი ჩაიშალა ზესტაფონის თეატრსა და  თუმანიშვილის თეატრში. 

 სამინისტროს ცნობით, წარდგენილი კანდიდატები  მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ.

"რაც შეეხება სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 6-მა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა - მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა.
კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში (რაც სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის კონკურსის ფარგლებში სავალდებულოა წარმოსადგენად). რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი" , - აცხადებენ სამინისტროში.

 დაუდასტურებელი ინფორმაციით, კულტურის სამინისტრო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის   "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატის ალექსანდრე ქანთარიასათვის ჩაბარებას გეგმავს.

2022 წლის  მარტის ჩათვლით, სამი თვის ვადით,  სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი ითავსებს.

 

ავტორი: ნიუპრესი