|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადგილობრივ თვითმმართველობებს ქონებას სამინისტრო მიზანშეწონილობის შესაბამისად გადასცემს"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,  ადგილობრივ თვითმმართველობებს ქონებას მიზანშეწონილობის შესაბამისად გადასცემს, ეს მიმდინარე პროცესია და ჩვენ ყოველთვის გადავცემთ თვითმმართველობას ქონებას, როდესაც ეს არის მიზანშეწონილი”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  თვითმმართველობების მოთხოვნაზე მათ ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო მიწების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი162-ე მუხლის თანახმად,  იუსტიციის, რეგიონული განვითარების, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის გრაფიკი და წესი მთავრობისთვის 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა წარედგინათ, ამ მიმართულებით სამუშაოები 2 წლის შემდეგაც არ დაწყებულა. ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად სწორედ ამ საკითხს აყენებენ.

ეკონომიკის მინისტრი ჯერ კიდევ ვერ აკონკრეტებს, გადაეცემათ თუ არა მუნიციპალიტეტებს სასოფლო-სამეურნეო მიწები, მათ შორის, საძოვრები, რომელიც არაერთი მუნიციპალიტიტისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იქნებოდა. „ახლა შემუშავების პროცესში ვართ და ვნახოთ“,  – განაცხადა მინისტრმა.

 7 თვეა, საქართველოს მთავრობა მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემაა.

აღნიშნული პრობლემის გამო, ქუთაისში რამდენიმე პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა. 

droa.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა