|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამოქალაქო სექტორში 20-წლიანი სტაჟის მქონე ქუთაისის მერს "აგენტების შესახებ" კანონზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ქალაქის მერს სოსო ხახალეიშვილს მიმართავს. თემურ ცამციშვილი დაინტერესდა, რას ფიქრობს მესამე სექტორიდან პოლიტიკაში გადასული მერი , პარტია "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე - უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერს თითქმის 20- წლიანი სამოქალაქო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და მათთვის საინტერესოა, დღევანდელი მისი პოზიცია აღნიშნულ კანონზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა