|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში 22 წლის ბიჭმა პოლიციელის ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო?

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის ბიჭმა  თავი ჩამოიხრჩო. გარადაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, მან თავი პოლიციელის ზეწოლის გამო მოიკლა. შემთხვევა 7 აგვისტოს მოხდა. დაღუპული დემურ სტურუას ცხედარი მეზობელმა 8 აგვისტოს იპოვა. დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე წერილი დაწერა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზზე საუბრობს. მისი განცხადებით, პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თ. მას მასთან თანამშრომლობას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.

„მაიძულეს ასე მოვქცეულიყავი, უნდა გაუძლო დედა“-წერს დემურ სტურუა.

თვითმკვლელობის დროს ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ. დედა სამუშაოდ თურქეთში იყო. გარდაცვლილი დეიდასთან იმყოფებოდა.

ოჯახსი წევრები დამნაშავის დაკავებას ითხოვენ, თუ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს აპირებენ  ცხედრი ხვალ პოლიციის შენობასთან გადაასვენონ. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა