|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 21 წლის ბიჭი დაშავდა

სამტრედიაში, „ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგად ერთი თანამშრომელი დაშავდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტის ჩავარდნის შედეგად 21 წლის ბიჭი დაშავდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა