სამტრედიაში მდინარეში მამაკაცის გვამი იპოვეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი საჯავახოს თემში მდინარეში ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. სამტრედიის მერის ვალერიან ფოცხვერიას თქმით, ნაპოვნი მამაკაცი, სავარაუდოდ, საჯავახოში 30 ნოემბერს დაკარგული მამაკაცია. მას ერთ თვეზე მეტია ეძებდნენ.
გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა.
ფოტო: არქივი
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















