|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალდება მოეხსნა

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალდება მოეხსნა, - ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ავრცელებს.

მაგდა კოტრიკაძე წერს, მკვლელი ბრალდებულის ძმა აღმოჩნდა. ხოლო 29 წლის ქალს მთავარი ბრალდება მოეხსნა, ახლა მას გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. 

„ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109- ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამანძიმებელ გარემოებაში და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დღეს ბრალდება შეუცვალეს და ახლა ცრუ ჩვენებას ედავებიან, ანუ რატომ თქვიო, რომ მე მოვკალიო. ასე ,,გამოიძია" იმერეთის სამხარეომ მკვლელობის საქმე და უდანაშაულო ადამიანი პატიმრობაში აიყვანეს. ნატო ხელაძე მალე დატოვებს საპატიმროს",- წერს ადვოკატი.

სასამართლო პროცესი ქუთაისში გაიმართა. მოსამართლემ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე დაკავებული აცხადებდა, რომ მისი ქმარი მას არ მოუკლას და მისმა ძმამ მოკლა. შემთხვევა სამტრედიაში 30 მარტს მოხდა. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა