|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამწუხაროა, როცა საჯარო მოხელე უტიფრობას მიმართავს"

არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ თავმჯდომარე  გია გოქაძე  ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განცხადებას "საჯარო მოხელის  უტიფრობას" უწოდებს:  "სამწუხაროა, როცა გაზულუქების მწვერვალს მიღწეული საჯარო მოხელე უტიფრობას მიმართავს და მსგავს კომენტარს აკეთებს ბიუჯეტის სახსრების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის ფულის არაეფექტურ, უყაირათო ხარჯვასთან და მოქმედი მთავრობის უქნარობასთან დაკავშირებით. ერთი რთული შემთხვევაა არაფრისმაქნისი ბიუროკრატია, სიტუაციას კი მისი უზრდელობა და თავგასულობაც ამძიმებს. ჩემი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელის მოვალეობაა, ხელისუფლება მუდმივი კონტროლის და მონიტორინგის ქვეშ იყოს და ხარჯები და გადაცდომები, რომლებიც ამ ხელისუფლებას უპრეცედენტოდ ახასიათებს, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რომ  ქუთაისი და მისი მისი მოსახლეობა არ დაზარალდეს. ბატონი მურღულიას მოვალეობაა, საზოგადოების შეკითხვებს უპასუხოს და გონივრულობას მიმართოს, ვიდრე გვიან არაა. უზრდელი ქვეშევრდომების დაგეშვა ქალაქის თავს ცუდად დაუბრუნდება. ჩვენ პასუხს ვითხოვთ და, ხვალაც მოვითხოვთ-ამის იმედი გქონდეთ",- აცხადებს გია გოქაძე ზვიად ჯავახიას პასუხად.

ავტორი: ნიუპრესი