"სამწუხაროდ, ქუთაისში არც ერთ დაწესებულებას საკონცერტო როიალი არ აქვს"
ქუთაისში საკონცერტო როიალისა და სხვა საჭირო ინტრუმენტების არარსებობას ქალაქს მერიაში ადასტურებენ.
"ქუთაისისათვის სირცხვილია, რომ არ არის როიალი, რომელიც კონცერტებისათვის გამოდგება და არ არის საკმარისი ინსტრუმენტები"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ყოფნის დროს განაცხადა.
პრეზიდენტი ორი დღე წყალტუბოსა და ქუთაისში იმყოფებოდა, წყალტუბოში მის საპატივცემულოდ კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებო, დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალების: მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და №1 სამუსიკო სკოლის წარმატებული აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. საკონცერტო როიალისა და ინსტრუმენტების არ ქონის შესახებ პრეზიდენტმა აქ შეიტყო, რის შესახებაც ვიზიტის შემაჯამებელ გამოსვლაში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისელი ნორჩი მუსიკოსები პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია.
"ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, საუბარია საკონცერტო ინსტრუმენტზე, ინფორმირებულია შესაბამისი სამინისტროს სტრუქტურები და ცვდილობთ ერთობლივი ძალებით ამ ინსტრუმენტის შეძენა მოხდეს. სამწუხაროდ, ქუთაისში არცერთ დაწესებულებას საკონცერტო ინსტრუმენტი არ აქვს", - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.
საკონცერტო როიალის არარსებობას ადასტურებს ქუთაისის ოპერის კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია, მისი თქმით, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ქუთაისში არცერთ დაწესებულებაში ახალი როიალის შეძენა არ მომხდარა. "ეს არის სრული ჭეშმარიტება, ქალაქში არ არის საკონცერტო როიალი, რაც გვაქვს, იმდენად ძველი ინსტრუმენტებია აწყობას არ ექვემდებარება", -განაცხადა მეგი ჭანტურიამ.
შეგახსენებთ, ქუთაისში არაერთი მუსიკალური დაწესებულების გარდა, კონსერვატორია და ოპერის და ბალეტის თეატრი ფუნქციონირებს.
"ქვეყანაში ყველა პრობლემა რომ მოგვარდება, თეატრი აღარ იქნება" - რეზო ჯავახიშვილი
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















