|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამხედრო პოლიციელების ქმედებამ ქუთაისში 4 ადამიანი გადაარჩინა

თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის თანამშრომლებმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. ქუთაისში, თვალჭრელიძის ქუჩა ნომერ 5-ში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა უსწრაფესად იმოქმედეს და უგონოდ მყოფი ორი მცირეწლოვანი და ორი ქალბატონი მახლობელ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილებით გადაიყვანეს. 
უწყების ინფორმაციით, დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ისინი მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებენ.
ფაქტს ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-3 განყოფილება სწავლობს. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობამ 16-ვე თანამშრომელი წაახალისა და მადლობა გამოუცხადა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა