|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სანტრედიაში "ლელოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ავტომობილი დაუზიანეს

სანტრედიაში "ლელოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გივი ჯულაყიძეს ავტომობილი დაუზიანეს. ინფორმაციას გივი ჯულაყიძე ავრცელებს და მომხდარს  მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.

მისი თქმით, შემთხვევა ღამის საათებში პარტიის ოფისის წინ მოხდა.

"დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა, მაშინვე დავურეკე პოლიციას და მანქანა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს მოკვლევა. ამ ყველაფერს ჩემს აქტივობებს ვუკავშირებ, არ მოსწონთ სამტრედიაში მოსახლეობა მხარს რომ გვიჭერს" , - განაცხადა გივი ჯულაყიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი