|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს  ჩატარდება- გადაწყვეტილება ცესკოში  ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

 არჩევნების დღე უქმე დღედ გამოცხადდება, რაც შეეხება უცხოეთში არსებულ საარჩევნო უბნებს, საარჩევნო პროცესი 20.00 საათის ნაცვლად 24-საათამდე გაგრძელდება. 

 მეორე ტურში მონაწილეობას ორი საპრეზიდენტო კანდიდატი #5 გრიგოლ ვაშაძე და #48 სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. 

 

არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს.

რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა