|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რუკის დამახინჯების გამო ქუთაისში აქცია გაიმართა

საქართველოს რუკის დამახინჯების გამო, ქუთაისში აქცია გაიმართა. ღონისძიება გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო.

„ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ წევრებმა საქართველოს რუკის ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გამოსახვა გააპროტესტეს და თეთრ ხიდზე, აქცია-პერფორმანსი გამართეს - გზავნილით - “საქართველო აფხაზეთიდან იწყება, ცხინვალის რეგიონი საქართველოს გულია, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა".

„დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ტურისტულ პროდუქტს საქართველოს დამახინჯებული რუკით უკეთებდნენ რეკლამას, რასაც ვეწინააღმდეგებით. ამიტომ შევიკრიბეთ, რომ გავაპროტესტოთ და შესაბამის უწყებებს მეტი სიფხიზლისკენ მოვუწოდოთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა