|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს უმეტეს რაიონში 24 აპრილს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონში 24 აპრილს ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.  23 აპრილს შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის შკალური გაძლიერება.

24 აპრილს შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე თბილისის გარეუბნებში ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.

24-25 აპრილს საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-16 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, 24 აპრილს ღამის საათებში კვლავ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 25 აპრილსაც შენარჩუნდება. შესაბამისად, 24-25 აპრილს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსია მოსალოდნელია.
საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა