საქართველოში ავტომობილების იმპორტი 13 %-ით შემცირდა
2017 წლის იანვარ-თებერვალში ერთ-ერთი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფის - მსუბუქი ავტომობილების - იმპორტი შემცირებულია.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ორ თვეში 57 მილიონ 383 ათასი ლარის იმპორტი განხორციელდა, მაშინ, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 65 მილიონ 906 ათასი ლარი იყო. შედეგად, წელს იმპორტი 8,5 მილიონი ლარით არის შემცირებული, რის გამოც მსუბუქი ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ასევე დაკლებულია. თუ შარშან მთლიან იმპორტში მსუბუქი მანქანების წილი 7,1% იყო, წელს ეს მაჩვენებელი 5,4%-ია.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიმდინარე წლიდან ავტომობილებზე აქციზი გაზარდა, იმპორტის კლება ავტოდილერების ნაწილმა ივარაუდა.
2016 წლის ხელისუფლების ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება სხვა პროდუქციასთან ერთად ავტომობილების იმპორტზე გაზრდილი გადასახადი იყო. მთავრობის წარდგინებით და პარლამენტის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზი გასამმაგდა, 5-წელზე ზევით ავტომობილებში კი იმპორტის გადასახადი სხვადასხვა განაკვეთით გაიზარდა.
ცვლილება მოსახლეობის სასარგებლოდ მიმართულ კამპანიად შეაფასეს მთავრობაში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















