საქართველოში დღეიდან გამოიდარებს, თუმცა ღამით მოსალოდნელია ყინვა
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეიდან გამოიდარებს, თუმცა ღამის საათებში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს დღისით გამოიდარებს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი 19 იანვარსაც.
დაბლობსა და ბარში დაეცემა ღამის მინიმალური ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში ზოგან -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში -9 გრადუსამდე (შიდა ქართლში).
თბილისში, 18 -19 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა ღამის საათებში -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















