|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კვალიფიცირებული კადრების პრობლემაა - მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას კადრების კვალიფიკაციის პრობლემაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, კონტრაქტორ კომპანიებს არ ყავთ კვალიფიციური კადრები, რის გამოც სამუშაოების დათქმულ დროში შესრულებას ვერ ახერხებენ.

"მინდა დავიცვა კიდეც კონტრაქტორები, მათაც აქვთ თავისი ობიექტური სირთულეები, კვალიფიცირებული სამუშაო ძალის პრაქტიკულად არ ყოლა საქართველოში, განსაკუთრებით სამშენებლო სფეროში, არ გვაქვს სამუშაო ძალა განვითარებული ისე,  რომ თუნდაც სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი იყოს კვალიფიცირებული, შესაბამისად სერთიფიცირებული, როგორც უცხოეთშია. ალბათ, კონტრაქტორსაც თავისი პრობლემები აქვთ, როგორც მუშა ძალაში, სამუშაო პერსონალში, ასევე გამოცდილ პროექტანტებში, გამოცდილ ინჟინრებში", -განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დეპუტატ სულხან მახათაძის კითხვის პასუხად, რომელიც კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხს ეხებოდა. 

 მინისტრის თქმით, კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან პროფესიული განათლება მისცენ დასაქმებულებს. მისივე თქმით, კონტრაქტორ კომპანიებსაც მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, თუმცა, არიან არა უპასუხისმგებლო, არამედ ზედმეტად ოპტიმისტი კომპანიები. 

"კომპანიებს აქვთ ბევრი პრობლემა, რომელიც მათთვისაც ობიექტიურია, სასურველია, რომ ჩვენი კონტრაქტორებიც იყვნენ უფრო პასუხისმგებლიანები, მათ შორის ვალდებულებების აღების ნაწილშიც, ფასის დაფიქსირების ნაწილშიც, სატენდერო შეთავაზების დროს და თავისი რესურდების შეფასებისას", -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. 

 შეგახსენებთ, უმრავლეს შემთხვევებში კონტრაქტორი კომპანიები ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს დათქმულ დროში ვერ ასრულებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა