|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საფონდო ბირჟა ავამოქმედოთ"

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო უნდა შეიქმნას მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც იმუშავებს ისეთი ტიპის უზარმაზარი კომპანიები, როგორიცაა ამაზონი, ალიბაბა, ფედექსი და სხვა. ისინი ამ წერტილიდან - ფრენის 3 საათის რადიუსში შეძლებენ დაფარონ ნახევარ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზარი”,-  ამის შესახებ  პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველოში, მოწვეული უნდა იქნას  ლონდონის ან სტოკჰოლმის არბიტრაჟის ანალოგიური საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუცია, საერთაშორისო ეკონომიკური დავების გადასაწყვეტად. ხაზარაძის ინიციატივით  საერთაშორისო საფონდო ბირჟის გახსნა ქუთაისის პარლამენტის შენობაშია შესაძლებელი. 

"ქვეყანა უნდა ვაქციოთ რეგიონის ფინანსურ ცენტრად. საქართველოში უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ეს შეიძლება მოხდეს ნიუ იორკის, ჰონგ-კონგის ან ლონდონის ბირჟების მონაწილეობით, სადაც აქტიურად განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების აქციებით ვაჭრობა. ვფიქრობთ, ასეთი ბირჟის გახსნა შესაძლებელია უფუნქციოდ დატოვებული ქუთაისის პარლამენტის შენობაში",- ამბობს ხაზარაძე. 

 

 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა