|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირიდან და აშშ-დან შემოდის

საქართველოში ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირიდან და აშშ-დან შემოდის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 4 თვეში გადმორიცხულია 1,082.1 მლნ აშშ დოლარი.

სებ-ის  სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.8%-ს შეადგენს, შესაბამისი 132.5 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ნაწილში კვლავ ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, 16.6%-იანი და მოცულობა 54 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აპრილში წლიურად - 18.9%-ით შემცირდა და 39.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

ავტორი: ნიუპრესი