სასაფლაოების მიმართულებით მგზავრობა უფასო იქნება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან (ე.წ სვეტებიდან), სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები და მიკროავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ. ასევე, ოღასყურას სასაფლაოდან ქვიტირის სასაფლაოს მიმართულებით და საფიჩხიიდან გორა საქუსლიას სასაფლაოს მიმართულებით.
ქუთაისის მერის პრესსამსაახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსპორტი საზოგადოებას ორი დღის განმავლობაში მოემსახურება. კვირას 16 აპრილს და ორშაბათს 17 აპრილს 09:00-დან 13:00-მდე.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















