|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაქვს სასაფლაოს მოწყობის, ასევე ხეების მოჭრის ნებართვა"

ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებთა პროტესტს "ნიუპრესთან" საუბარში  კერძო სასაფლაოს მეპატრონე ბესო დეისაძემ უპასუხა, როგორც მან განაცხადა, ხეების მოჭრა არ არის ვანდალიზმი, რადგან ამის ნებართვა აქვს. მისივე თქმით,  დაახლოებით 14700 კვ. მეტრი ფართობი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან 2010 წელს შეიძინა. 

"ტერიტორია 2010 წელს შევიძინე, მასზე სრული უფელბა მაქვს, ასევე მაქვე ნებართა ტერიტორია გამოვიყენო სასაფლაოსთვის და მოვჭრა ხეები, რომლებიც ხელს უშლიან სამუშაოებს. ნებართვა მაქვს სატყეო დეპარტამენტიდან და ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, რომ ყოფილიყო დანაშაული, როგორ ფიქრობთ  საპატრულო პოლიცია არ იმოქმედებდა კანონშესაბამისად? დაახლოებით 14 700 კვ. მეტრი ფართობი გვაქვს შეძენილი და არ შეიძლება კერძო საკუთრებაში შეიჭრა და სამუშაოების ხელის შეშლა"-განაცხადა ბესო დეისაძემ. მან გავრცლებული ინფორმაცია, რომ ტეროტორიის მფლობელი წყალტუბოს მუნიციპლიტეტის ერთ-ერთი თანამრომელი და პროკურორის მოადგილე, გვარად ცხოვრებაზე არიან არა დაადასტურა და განაცხადა რომე ერთადერთი მფლობელია.

შეგახენებთ,  რომ ადგილზე წყლის მილები გადის, რომელიც ადგილობრივებს ამარაგებს. მოსახლეობის განცხადებით, მილები დაზიანებულია და მათ საფრთხე ემუქრებათ.

 

ქუთაისის მიმდებარედ წიწვოვანი ხეები დაუნდობლად ნადგურდება

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა