|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მიმდებარედ წიწვოვანი ხეები დაუნდობლად ნადგურდება

ქუთაისში,  ავტოქარხნის დასახლების მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე  ხეების მასიურად გაჩეხვას აპროტესტებენ. ადგილი სადაც წიწვოვანი  ხეები მასიურად იჩეხება,  სასაფლაოს გაფართოებისათვისაა განკუთვნილი. ტერიტორია ქუთაისისა და წყალტუბოს საზღვარზე მდებარეობს, თუმცა ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეკუთხვის.

"რამდენიმე წელია, გრძელდება ხეების განადგურება, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი დაახლოებით 100 ძირი მრავალწლოვანი წიწვოვანი  ხე მოიჭრა.  ტერიტორიის მესაკუთრე აცხადებს, რომ ეს მისი კერძო საკუთრებაა და როგორც უნდა ისე მოქცევა", - აცხადებენ  ადგილობრივები. 

მათი თქმით, ამ ხეების მოსპობით, ნადგურდება მწვანე საფარი, რაც პრობლემას შეუქმნის მათ საცხოვრებელ გარემოს. ადგილზე იმყოფება "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ადგილობრივებს და წიწვოვანი ხეების დაუნდობლად განადგურებას მათთან ერთად აპროტესტებს.

"ესაა ქართული ბიზნესი, სასაფლაოს აშენებენ და მოსახლეობას უქმნიან პირობებს, რომ რაც შეიძლება მალე დაიხოცონ", -განაცხადა გოგი წულაიამ.

 მოსახლეობის განცხადებით, ტერიტორიის ერთ-ერთი მფლობელი წყალტუბოს მერიაში მუშაობს.

მას შემდეგ რაც ჟურნალისტები ტერიტორიის მფლობელს  დაუკავშირდნენ და მოსახლეობის პროტესტრის შესახებ შეატყობინეს, მათ ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პოლიციას გამოძახებით დაიმუქრა.

 

ამ თემაზე: 

ქუთაისის მიმდებარედ წიწვოვანი ხეები დაუნდობლად ნადგურდება

"მაქვს სასაფლაოს მოწყობის, ასევე ხეების მოჭრის ნებართვა"

წყალტუბოს გზაზე ხეები კანონიერად მოიჭრა - გარემოს დაცვის სამინისტრო

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა