წყალტუბოს გზაზე ხეები კანონიერად მოიჭრა - გარემოს დაცვის სამინისტრო
წყალტუბოს გზაზე წიწვივანი ხეების მასიურად მოჭრის ფაქტი გარემოს დაცვის სამინისტრომ შეისწავლა.
როგორც სამინისტროს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, ფაქტის შეტყობინების შემდეგ, მოხდა ტეროტორიაზე გასვლა და შესწავლა.
"შევისწავლეთ ტეროტორია და აღმოჩნდა, რომ არის კერძოს მფლობელი. მას აქვს უფლება მოახდინოს ხეების მოჭრა მის ტერიტორიაზე, ასე რომ არანირი კანონდარღვევა არ ყოფილა", - განაცხადეს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 100 ძირი ნაძვი ორი დღის წინ მოიჭრა, მფლობელის განცხადებით, აქვს ნებართა. ფაქტს აპროტესტებს მოსახლეობა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ მათ მიერ ნებართვა ხეების მოჭრაზე გაცემული არაა.
ამ თემაზე: ქუთაისის მიმდებარედ წიწვოვანი ხეები დაუნდობლად ნადგურდება
"მაქვს სასაფლაოს მოწყობის, ასევე ხეების მოჭრის ნებართვა"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















