"საშობაო მსვლელობისას წელს ყველაზე მეტი ტკბილეული შეგროვდა"
წელს, ალილოზე ქუთაისში გაცილებით მეტი საჩუქრები შეგროვდა, ვიდრე წინა წლებში -განაცხადა ქუთაისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა „ნიუპრესთან“ საუბარში. მისი თქმით, შობას გამართული მსვლელობის დროს შეგროვებული ტკბილეული და პროდუქტები უკვე დარიგდა.
საშობაო საჩუქრები იმავე დღეს დაურიგდა მოხუცთა თავშესაფარს და ასევე ქალაქში მოქმედ დღის ცენტრებს. მერიის კულტურის სამსახურის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლებმა დღის ცენტრებს ხელსაქმისათვის საჭირო ატრიბუტები და მასალაც გადასცეს.
ქუთაისში საშობაო მსვლელობის გამართვის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. მსვლელობა მერიის მიმდებარე ტერიტორიიიდან იწყება და მასში მონაწილეობას როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ისე საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებენ. მოქალაქეები მოწყალებას თავის სურვილის მიხედვით იღებენ. შეგროვებული საჩუქრები კი მოხუცებს და ბავშვებს გადაეცემათ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















