სასტუმრო "ქუთაისის" მფლობელს ვალდებულებების შესრულებისაკენ მოუწოდებენ
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიას ამჯერად ბრიფინგი ქუთაისის ცენტრში არსებული სასრუმრო ქუთაისთან გამართა.
ამ დროისათვის შენობა უფუნქციოდაა. სასტუმრო ქუთაისი წლების წინ გასხვისდა და მისი მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმები ბადრი კაკაბაძე გახდა. წულაიას განცხადებით, მერიას წერილობით მიმართა იმის გასარკვევად, თუ რა ვადით და პირობით იყო შენობა გასხვისებული, თუმცა მერიიდან პასუხი არ მიუღია. წულაია მერიას მიმართავს, რომ კერძო მფლობელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოთხოვოს.
გოგი წულაია ქალაქის მასშტაბით არსებულ მიტოვებულ და უფუნქციო შენობებთან ბრიფინგებს მართავს, რითაც როგორც თავად აცხადებს, ქალაქის მერიას ამ ქონების არსებობას ახსენებს და მათი მოვლა პატრონობისაკენ მოუწოდებს.
საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერია კომენტარს არ აკეთებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















