|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სასტუმროს მშენებლობის პროცესი კანონის დაცვით და პროექტის შესაბამისად მიმდინარეობს"

ქუთაისში, წერეთლის 62 ნომერში მცხოვრები იულია ლანჩავას ბრალდებას ქუთაისის მერი გამოეხმაურა. 
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ის ქალაქში არ დაუშვებს უკანონო და უნებართვო მშენებლობებს და შესაბამისად,  ქალაქში მიმდინარე ყველა მშენებლობას ზედამხედველობის სამსახური შესაბამისი განყოფილება აკონტროლებს.
 
"წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე სასტუმროს მშენებლობის პროექტი შეთანხმებულია ქუთაისის მერიასთან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. ყველა პროცესი მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით და პროექტის შესაბამისად. ამ ეტაპზე საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. რომლის დასრულების შემდეგ საქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას საჯაროდ იხილავს საზოგადოება", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 
 
იულია ლანჩავა სასტუმროს მშენებლობას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მშენებლობას მერი გიორგი ჭიღვარია მფარველობს. 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა