|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სავარაუდოდ, ჩვენი პირვანდელი ვერსია მართლდება" - "თეთრი ხიდის" დააზიანების ფაქტზე გამოძიება გრძელდება

ქუთაისში "თეთრი ხიდის" დაზიანების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. როგორც მერიაში "ნიუპრესთან" განაცხადეს, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ადგილი ქონდა დაზიანების ფაქტს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია განმარტავს, რომ დაზიანება გარკვეული ზემოქმედებით მოხდა. იდენტიფიცირებადია თუ არა პიროვნება, ვისი ქმედებითაც დაზიანდა ხიდი, ჯავახიამ ამ ეტაპზე არ პასუხობს.

"თეთრი ხიდის დაზიანების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მადლობა სამართალდამცავებს, რადგან ოპერატიულად მოხდა გამოძიება. შევისწავლეთ ჩანაწერები და ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული კონტურები გამოიკვეთა. სავარაუდოდ, მართლდება ჩვენი პირვანდელი ვერსია, რომ ადგილი ქონდა გარკვეულ ზემოქმედებას, თუმცა მიზანმიმართული იყო თუ როგორ მოხდა, ამაზე უახლოეს დღეებში გავაკეთებთ განცხადებას ჩვენც და შინაგან საქმეთა სამინისტროც და დეტალებზეც ვისაუბრებთ"-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

შეგახსენებთ, თეთრი ხიდის მინა რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა