კურორტ საწირეს რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯება [VIDEO]
ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა პროექტის „საწირე-მომავალის სოფელი“-ის პრეზენტაცია.
პროექტის პრეზენტაციას იმერეთის გუბერნია, პროექტის ხემძღვანელები, ახალგაზრდები, ბიზნესმენები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას სახელმწიფო, ბიზნესმენები და სხვადასხვა ფონდები უზრუნველყოფენ. პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება. საწირე წარმოადგენს ბავშვთა და ახალგაზრდების კურორტს ზემო იმერეთში.
საწირეს განვითარების სტრატეგია, დაწერილია პროფესორ დიმიტრი ჯაფარიძის მიერ და გულისხმობს ტერიტორიული ერთეულის კომპლექსურ განვითარებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, რკინიგზის, ინფრასტრუტურის, გაზიფიკაციის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
„ჩვენი ფონდი სტრატეგიის მიხედვით პროექტის განხორციელებას შეუდგა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ეს არის მყარი ინფრასტურქტურული უზრუნველყოფა კურორტი და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. აღნიშნულ პროექტში ჩართულნი არიან, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ბიზნესმენები და სხვადასხვა ფონდების წარმომადგენლები. პროექტის სრულად 2020 წლისათვის დასრულდება“, - განაცხადა პროექტის თავმჯდომარემ გელა ბუბაშვილმა.
პროექტის მიზანია სოფლის ახალგაზრდობისთვის ცხოვრების და მუშაობის პირობების შექმნა და მიგრაციული პროცესების შეჩერებაა, ასევე ტურისტების მოზიდვაა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















