|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას მიესალმება.

 სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. პალატა შეაფასებს, არის თუ არა გონივრული საფუძველი გამოძიების გასაგრძელებლად. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პროკურორმა მიმართა დაზარალებულ პირებს და მათ სამართლებრივ წარმომადგენლებს და აცნობა, რომ მათ 30 დღის ვადაში აქვთ შესაძლებლობა სასამართლოს წერილობითი ფორმით წარუდგინონ მოსაზრება, საჭიროა თუ არა გამოძიების დაწყება.

მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, დაზარალებულებს ექნებათ შესაძლებლობა სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში წარადგინონ თავიანთი მოსაზრებები და მისი დასრულების შემდეგ ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი