სახალხო დამცველი შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უჩა ნანუაშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს და სახელმწიფოს მოუწოდებს აქტიურად წარმართოს საქმიანობა პრობლემების გადაჭრის მიზნით.
"3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1992 წელს დაწესდა.
ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ყურადღების მიქცევა მათ საჭიროებებზე, მათი ღირსების დაცვა და მხარდაჭერა, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ პირთა სრული ჩართვა და მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში.
მსოფლიო მასშტაბით 3 დეკემბრის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ყოველწლიურად გარკვეულ თემას ეძღვნება. მიმდინარე წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღების შემდგომ პერიოდში აღინიშნება, რომლის ერთ-ერთი მოწოდებაა "არავინ დავტოვოთ უკან"...
საქართველოს სახალხო დამცველი უწყვეტ რეჟიმში ადევნებს თვალყურს ქვეყანაში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს აქტიურად წარმართოს საქმიანობა პრობლემების გადაჭრის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვა და მათი სრული მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში", - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
16:27
13:32
16:29
















