სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში აღმოაჩინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მნიშვნელოვანი დარღვევები იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში აღმოაჩინა. სამსახურმა მუნიციპალიტეტების მიერ 2015-2016 წლებში გაწეული საქმიანობა შეაფასა.
ქუთაისის გარდა ხარვეზები გამოვლინდა ტყიბულში, ბაღდათში, წყალტუბოში, საჩხერესა და სამტრედიაში. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხარვეზები ინფრასტრუქტურული პროექტებში გამოვლინდა.
აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში დანერგილი შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო შესრულებული სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა არაჯეროვნად შესრულებული ობიექტები, რომლებიც საჭიროებს დამატებით სარემონტო სამუშაოებს. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობისთვის გადახდილია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ობიექტები უფუნქციოა.
ტყიბულში უხარისხოდ შესრულდა გზების, სპორტდარბაზის, ასევე სახურავების გადახურვის, შიდა ეზოების რეაბილიტაცია, ამასთან, გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტი, დამქირავებელსა და შემსრულებელ კომპანიას შორის.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან, სტუმრების მასპინძლობისა და სხვადასხვა საბანკეტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გასწია 45.7 ათასი ლარის ხარჯი. აუდიტის ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომელიც უზრუნველყოფდა „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან კვებით მომსახურებაზე თანხების რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭირვალედ ხარჯვას.
მუნიციპალიტეტმა გაზრდილი თანხა დახარჯა საჯარო მოხელეების ანაზღაურებაზე. 2016 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლიდან შესაბამისი დასაბუთების გარეშე გაცემულია სულ 1.3 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ აუდიტის პერიოდში აღნიშნული თანხა დაბრუნებულია ბიუჯეტის ანგარიშზე. ასევე მერიის მიერ დაფუძნდა შპს, რომელიც შედეგის მომტანი არ იყო და რომლის სუფსიდირებაზე თანხები დაიხარჯა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 2016 წელს უხარიხოდ განახორციელა სოფლების ხომულის და ფარცხანაყანების საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. უახრისხოდ შესრულდა სოფელ ხომულისა და სოფელ ქვილიშორის დამაკავშირებელი ხიდი და შიდა გზების რეაბილიტრაცია. ამასთან, მერიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა დასუფთავების ააიპისთვის შენეობას, თუმცა ამ დროისთვის შენობა არ ფუნქციონირებს.
რაც შეეხება სამტრედიას, სამტრედიაში უხარისხოდ შესრულდა თევზაძის N59-62 ბინების წინ ეზოს რეაბილიტაციის სამუშაოები; დაბა კულაშში ადმინისტრაციული შენობის და ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები; სოფელ საჯავახოს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დარღვევები გამოვლინდა საჩხერეში. 2016-2017 წლებში საჩხერის მუნიციპალიტეტმა, წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად შეისყიდა 243.6 ათასი ლარის ღირებულების მასალები . მასალების შეძენა დაგეგმილი იყო მუნიციპალიტეტის სოფლებში სარიტუალო დარბაზების, სასმელი წყლის სისტემის მშენებლობადა სხვა სამუშაოების განსახორციელებლად, თუმცა დროულად არ შეასრულა. წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები შესრულდა, ღირებულებით 9.2 ათასი ლარი. შესრულებული სამუშაოს ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა რომ წყლის სისტემა არ ფუნქციონირებს. ასევე არასრულად ჩაუტარდა რეაბილიტაცია სამხატვრო სკოლას, არასრულად მოეწყო სპორტული მოადანი და ხარვეზებია გზების ორმოული შეკეთების დროს.
აუდიტის სამსახურმა დასკვნები პროკურატურას გადაუგზავნა. ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აუდიტის ოფიაციალურ გვერდზე.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















