სახლის კედლის ჩამონგრევას მოქალაქეები შემთხვევით გადაურჩნენ
ქუთაისში გაპონოვის ქუჩაზე, #14-ში მდებარე მიტოვებული სახლის კედელი ჩამოინგრა. ადგილობრივის თქმით, შენობა ავარიულია, მისი მეპატრონეები კი ისრაელში ცხოვრობენ და პრობლემით არ ინტერესდებიან.
„წუხელ ჩემი მეუღლის მანქანა იდგა ქუჩაში, მეც მასთან ვიყავი, იმ დროს ჩამოინგრა სახლის ნაწილი, ძალიან შეგვეშინდა. ამჯერად არავინ დაშავებულა, თუმცა საშიშროება დიდია“, -განუცხადა "ნიუპრესს" ნუნესი ობოლაძემ.
მისი თქმით, საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს. ამ დროისათვის სახლის მიმდებარე ტროტუარზე გავლა აკრძალულია.
ადგილობრივების თქმით, ქუთაისში ძალიან ბევრი სახლია მიტოვებული, რაც არა მხოლოდ ნგრევის, არამედ ანტისანიტარიის მიზეზიც ხდება. ამის შესახებ "ნიუპრესი" ადრეც წერდა.
ავარიული შენობა ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს წინ მდებარეობს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





11:02
16:29
16:27
13:32
















