|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახურავის გარეშე დარჩენილი 623 სახლი და 55 კორპუსი - სტიქიის შედეგები იმერეთში

სახურავის გარეშე დარჩენილი 623  სახლი, 55 კორპუსი, მათ შორის სკოლები და საბავშვო ბაღები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი - ასეთია 6 თებერვლის სტიქიის შედეგები იმერეთის რეგიონში.

დაზარალებულ მოსახლეობას დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელძღვანელი მხარის რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად შეხვდა.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა მოსახლეობის საჭიროებების დროუალად დაკმაყოფილება მოხდეს.

ზარალის დათვლა უახლოეს დღეებში დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი