|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სელპაკები და ვაზელინი "ქართულ ოცნებას" -გოგი წულაიამ მმართველ გუნდს ამანათი გაუგზავნა

სელპაკები და ვაზელინი "ქართულ ოცნებს" - მმართველ გუნდს ამანათი ქუთაისიდან გაუგზავნეს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრები ქვეყანში მიმდინარე პროცესებს ამ ფორმით გამოეხმაურნენ.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ხელისუფლებას იმდენი სირცხვილი აქვს, რომ მათ მოსაწმენდად ხელსახოცები ჭირდებათ. გოგი წულაიამ პერფორმანი ფოსტასთან გამართა და ამანათი ამ ფორმით გააგზავნა.

"ქართულ ოცნებას" გავუგზავნეთ სელპაკები და ვაზელინი, რითაც იუმორით გამოვეხმაურეთ მიმდინარე პროცესებს და დღევანდელ სხდომას. მმართველ გუნდს იმდენი შეცდომა და სირცხვილი აქვს, რომ ამ პროცესიდან უმტკივნულოდ გამოსასვლელად სელპაკები და ვაზელინი დაჭირდებათ. სირცხვილია, რაც ხდება, სირცხვილია, ხელისუფლება, როგორ ცდილობს მოწმინდოს შეცდომები ბიძინა ივანიშვილს და ეს რომ უმტკივნეულოდ მოხდეს,  გავუგზავნეთ სელპაკები და ვაზელინები"-განაცხადა გოგი წულაიამ.

აქციით გოგი წულაია პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა