|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდული თეატრი მაყურებელს განუმეორებელ სანახაობას ჰპირდება

ახალგაზრდული თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლს „სევდის საგზალი“ მაყურებელი 22 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრში იხილავს.  ალ. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლში, როგორც თეატრის დირექტორმა ზურაბ ფხაკაძემ „ნიუპრესს“ განუცხადა,  ძირითადი აქცენტი საბრძოლო მოძრაობებსა და ქართული ადათ-წესების მაქსიმალურად წარმოჩენაზეა გადატანილი. ბექა ყურაშვილის რეჟისურით დადგმული სპექტაკლის განახლებულ ვერსიაზე მსახიობი გიგა მიქაძე მუშაობს, რომელიც ასევე ქორეოგრაფიასა და პლასტიკაზეა პასუხისმგებელი.

„ქართული ორთაბრძოლა, რომელიც რეალურამდეა დასული და მასში როგორც ვაჟები, ისევე გოგონებიც იღებენ მონაწილებას, ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი გახდება მაყურებლისთვის. არ მგონია,  სადმე ასეთი პრეცედენტი არსებობდეს,  გოგონა ხმლით და საბრძოლო აღჭურვილობით. ასეთი რამე არც გამიგია და არც მინახავს  სპექტაკლში“, -აღნიშნავს ზურაბ ფხაკაძე.

ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენა ქუთაისში მხოლოდ ერთი დღე გაიმართება.  

ზურაბ ფხაკაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მალე ახალ სპექტაკლზე დაიწყებენ მუშაობას,  ეს იქნება საერთაშორისო პროექტი, რომელშიც ახალგაზრდული თატრის მსახიობებთან ერთად აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და მექსიკის სახელმწიფო დასის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა