|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით კლინიკებში მიმართვიანობამ პიკს მიაღწია

 სეზუნურ ვირუსებთან დაკავშირებით  ბოლო 2 კვირის განმავლობაში კლინიკებში მიმართვიანობამ განსაკუთრებულ პიკს მიაღწია.

ექიმების თქმით, ვირუსი ძირითადად 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება, მათ შორის ექიმების თქმით, ყველაზე მძიმედ ახალი ვირუსი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს.

"ამჟამად ცირკულირებს რამდენიმე სახეობის ვირუსი საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში. გავრცელების მიხედვით, პირველ ადგილზეა რინოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსები. მომართვიანობა მაღალია, რადგან ამ ვირუსებს ახასიათებს მაღალი ცხელება და მშობლებში შეშფოთებას იწვევს უმართავი ცხელება. ადგილები ძალიან სწრაფად ივსება, ძალიან მალე ვწერთ, თუ ბრონქიოლიტი არ არის, ამას უფრო ხანგრძლივად ესაჭიროება, რადგან ახალშობილები და ჩვილები ზოგჯერ რეანიმაციას საჭიროებენ, იმდენად მძიმე მიმდინარეობა აქვთ", - განაცხადა ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.

ექიმების ვარაუდით, კლინიკაში მომართვიანობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, რომ არ დაიწყონ თვითნებური მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართონ პირად ექიმს ან პედიატრს.

ავტორი: ნიუპრესი