|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სეზონური გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა ორჯერ გაიზარდა"

ქუთაისში გრიპით დაავადებულთა მომართვიანობა ბოლო თვეებში ორჯერ გაიზარდა, თუმცა  წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა არ შეცვლილა - ამის შესახებ კლინიკის "მედიქალ სითი" ინფექციურ დაავდებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

"სტატისტიკის მაჩვენებელი თითქმის იგივეა, რაც წინა წლებში, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მომართვიანობა ორჯერ გაიზარდა", -განაცხადა ნუგზარ მაღლაკელიძემ.

ექიმის ინფორმაციით, ძირითადად A და B ტიპის ვირუსები ფიქსირდება. მაღლაკელიძე ვარაუდობს, რომ ეპიდემიური აფეთქება იანვრის ბოლოდან დაიწყება.

კლინიკაში ამ დროისთვის გრიპის ვირუსით დაავადებული 40 - მდე პაციენტი მკურნალობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა