"შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისთვის"- აქცია ქუთაისში
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, წარწერები გამოჩნდა - "შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისთვის", რაც შს სამინისტროს უსაფრთხო მოძრაობის პროგრამის მთავარი დევიზია.
აღნიშნული წარწერები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისის ცენტრში, ზებრა-გადასასვლელებზე ქუთასის მერიის "სპეციალურ სამსახურთან" ერთად განათავსეს.
“ასეთი განსხვავებული და საგანმანათლებლო მიდგომებით შევძლებთ საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლებას“, - აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.
შს სამინისტრომ აღნიშნული აქცია უსაფრთხო მოძრაობის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის ფერადი "ზებრა" გადასასვლელები სხვადახვა ქუჩებზეც მოიხატება.
დღეს ქუთაისში 3 ზებრა გადასასვლელი განახლდა. აქციის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















