როგორი იქნება შენობა, რომელიც ქუთაისის მწერალთა სახლს შეცვლის?
ქუთაისის მწერალთა სახლის ადგილზე ექვს სართულიანი სასტუმრო აშენდება. სასტუმროს "m² ქუთაისი" აშენებს, რომელმაც უკვე განათავსა საინფორმაფიო ბანერი, წარმოდგენილია პროექტი.
"კომპანია m2" ახორციელებს შერეული ტიპის კომპლექსის მშენებლობას (სასტუმრო და საცხოვრებელი). როგორც კომპანიაში აცხადებდნენ, შენობა ხუთსართულიანი იქნება, რომელსაც დაემატება ტერასა.
ასევე ადგილზე უნდა მოეწყოს ერთსართულიანი შენობა, რომელიც მერიას გადაეცემა, სადაც სავარაუდოდ, მწერალთა სახლი უნდა განთავსდეს.
კომპანიამ აღნიშნულ ობიექტებზე 5 მილიონის ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ასევე მშენებლობა მაქსიმუმ ორ წელიწადში დაასრულოს.
მწერალთა სახლი" მერიამ გაპონოვის 5 ნომერში მდებარე მიწის ფართობთან ერთად ერთ ლოტად გაიტანა აუქციონზე. ორივეს საერთო ფასმა შეადგინა 1 400 640 ლარი.
მწერალთა სახლის ეზოს რამდენიმე თვეა დაცვის სამსახური იცავს, რომელიც ტერიტორიაზე შესვლას და ფოტოს გადაღებას მკაცრად აკონტროლებს.

"მწერალთა სახლის" ადგილზე სასტუმროს მშენებლობა 4 თვეში დაიწყება
რატომ გაიყიდა "მწერალთა სახლი" სხვა ობიექტთან ერთად 1 400 640 ლარად?
ურთიერთბრალდებები "მწერალთა სახლის" გამო-ქუთაისში მწერლები ერთმანეთს უპირისპირდებიან
"მწერალთა სახლის" ადგილზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















