|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შესაძლოა, "კანონიერი ქურდი" ტარიელ ფოცხვერია გაათავისუფლონ

დღეს გახდება ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი  ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლების შესახებ.სასამართლო შემაჯამებელ გადაწყვეტილება გაასაჯაროებს, რის შემდეგაც, შესაძლოა, ფოცხვერიამ საპატიმრო დატოვოს.

ფოცხვერიას ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ  სარჩელის მოთხოვნაა, საქალაქო სასამართლომ გამოსცეს აქტი, რომლითაც, ფოცხვერიას მძიმე ავადმყოფობის გამო, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას დაევალება მსჯავრდებულის გათავისუფლება. 
ჩიქოვანის ინფორმაციით, მოსარჩელე მხარე დღევანდელ სხდომაზე, დაკითხავს მოწმეებს, მათ შორის ექიმს, რომელიც ფოცხვერიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას დაადასტურებს. 
ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე ხატია არდაზიშვილი შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს. ამასთან, სასამართლოში მოპასუხე მხარეს ერთობლივი კომისია წარმოადგენს. მესამე მხარედ კი, ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა