|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვეყნის შიდა ვალის მოცულობამ კანონით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბა

საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, მთავრობა ხშირ შემთხვევაში ვალის აღებით მის მიერვე დადგენილ ლიმიტებს არღვევს.
2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობას შიდა ვალის სახით 200 მილიონი ლარი უნდა აეღო, მაგრამ 4 ნოემბრის მდგომარეობით, ვალის მოცულობა უკვე 335 მილიონ ლარს აღწევს. აუდიტის სამსახურის უფროსი მთავრობას მოუწოდებს, ვალის მოცულობის ზრდისას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება გაითვალისწინოს.

შეგახსენებთ: 2016 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.8 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 10.7 მლრდ საგარეო ვალია, ხოლო 3.1 მლრდ - საშინაო.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრში თვლიან, რომ საქართველოს ვალის გადახდის პრობლემა არ შეექმნება, თუმცა ვალის აღებისას ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რამდენად წაადგება ეს საქართველოს ინტერესებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა