საქართველოში შიდსის 6311 შემთხვევაა რეგისტრირებული
ერთად დავამარცხოთ შიდსი! - ამ გზავნილებით ქუთაისში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სოლიდარობის აქცია მსვლელობა ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD) ორგანიზებით აქცი გაიმართება. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
აქციის წევრების განცხადებით, მათი მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენონ საზოგადოებას ამ დაავადების შესახებ, სოლიდარობა გამოხატონ აივ-ინფიცირებული ადამიანისადმი და მოითხოვონ ნარკოპოლიტიკის შეცვლა.
აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით, „სიყვარულის ბაღისკენ“ გაემართნენ, სადაც შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, სანთლები დაანთეს და საჰაერო ფრანები გაუშვეს.
სოლიდარობის აქციები ასევე თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართა .
შიდსთან დაკავშირებული სტატისტიკა ასეთია: გაეროს ორგანიზაციების ინფორმაციით, მსოფლიოში 36.7 მილიონი ადამიანია ინფიცირებული აივ ვირუსით. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 78 მილიონ ადამიანს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 35 მილიონი ადამიანი.
2017 წლის აპრილის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 6311 შემთხვევა. შიდსი განუვითარდა 3507 პაციენტს. აივ დადებითი ადამიანების 43.8% ნარკოტიკების მომხმარებელია.
შიდსის ვირუსმა უკვე 1 279 სიცოცხლე შეიწირა.
ანტივირუსულ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობის შემთხვევები, მაგრამ ინფიცირებულთა მხოლოდ 37% იღებს მისთვის საჭირო მკურნალობას.
ანტივირუსულ მკურნალობაზე არვ მკურნალობაზეა 3786 (მათ შორის აფხაზეთში - 441) პაციენტი.
აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობა უფასოა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















