|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოვში სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ ორ ბავშვს ისევ ეძებენ

შოვში მომხდარი ტრაგიკული სტიქიიდან ერთი თვე გავიდა. რაჭაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

სამუშაოები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს.

მაშველები მუშაობენ გუმათ ჰესის ტერიტორიაზეც.

გიგანტური ღვარცოფი შოვს 3 აგტვისტოს დაატყდა თავს.  მდინარიდან და მიწის მასიდან  31 ცხედარი ამოასვენეს, ამ დროისთვის ყველა მათგანის იდენტიფიცირება მოხერხდა. ამ დრომდე ვერ იპოვეს სტიქის დროს გარდაცვლილი ზაზა მესხის არასრულწლოვანი ბიჭები. 

ავტორი: ნიუპრესი