|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის შპს “პარკინგსერვისის” დავალიანებამ 1 240 246 ლარს მიაღწია

 არასამთავრობო ორგანიზაცია ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" ქუთაისის მერიის მიერ შექმნილი შპს „პარკინგსერვისთან” კვლევას აქვეყნებს. 

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, კომპანია მესამე წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საიჯარო ქირის დავალიანებამ 1 240 246 ლარს მიაღწია, ქუთაისის მერია კი თავს იკავებს ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციების გამოყენებისგან.

 როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ საკითხზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ამ საკითხებთან დაკავშირებით კვლევა 2017 წელს ჩაატარა და მერიას რეკომენდაციებით მიმართა, თუმცა მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. "ჩვენი მიგნებებით, სახეზეა როგორც კომპანიის არაეფექტური მართვა, ასევე არაეფექტური ზედამხედველობა მერიის მხრიდან, რაც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. მიგვაჩნია, ასევე, რომ კიდევ ერთხელ უნდა გაანალიზდეს იმ გადაწყვეტილების ადექვატურობა,  რომლითაც ქუთაისში პარკინგის მოწესრიგებისთვის სახელმწიფო კომპანია შეიქმნა და არ შეირჩა კერძო კომპანია", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო მუნიციპალური შპს-ს შექმნა.   

რაც შეეხება “პარკინგსერვისის” დავალიანებას, ორგანიზაციის კვლევით, 2016 წლის იანვრიდან დღემდე “პარკინგსერვისს” იჯარის სახით მერიის ბიუჯეტში ჯამში 1 390 245 უნდა გადაეხადა, თუმცა 2018 წლის  1 ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ 149 999 ლარია გადახდილი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  მერია საიჯარო თანხის გადაუხდელობაზე არ რეაგირებს - არც სანქცირების მექანიზმს იყენებს და არც კომპანიის მართვის ან ხელშეკრულების პირობების ცვლილებას აპირებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა