შშმ პირებს საოჯახო ტექნიკა გადაეცა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქის მერი 75 ბენეფიციარს შეხვდა და საოჯახო ნივთები გადასცა.
საჭიროებისამებრ მოთხოვნილი ნივთები ყველა დღის ცენტრს გადაეცა. უსინათლოები ხმოვანი წნევის აპარატებითა და საათებით დაასაჩუქრეს.
ქალაქის მერის განცხადებით, შშმ პირებისთვის 2016 წლის ბიუჯეტში უფრო მეტი თანხაა გათვლილი, ეს ვიდრე წინა წლებში იყო.
„წელს ჩვენ გავზარდეთ თანხის რაოდენობა შშმ პირებისთვის, რათა მათ უფრო მეტად შეძლონ დასასვენებლად წასვლა და გაკეთდეს უფრო მეტი ღონისძიება მათთვის“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დღევანდელი დღის შედეგით კმაყოფილებას გამოთქვამენ.
„ასეთი აქტივობები ჩვენთვის ერთგვარი წახალისებაა და კარგი იქნება, თუ ასე გაგრძელდება. დღევანდელ დღეს ვულოცავ შშმ პირებს და ვუსურვებ ჯანსაღ გარემოს“ .
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
16:27
13:32
16:29
















